ტყის ხანძარს ებრძვიან საბერძნეთის დედაქალაქთან ახლოს. დაღუპულთა რიცხვის 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სტიქიის გამო მოქალაქეების ევაკუაცია ისევ გრძელდება. ხელისუფლება ახალი ცეცხლის კერების გაჩენის საფრთხეზე საუბრობს. ამ დროისთვის დამწვარია ტყის მასივი და საცხოვრებელი სახლები. საბერძნეთის დედაქალაქი კი კვამლშია გახვეული.