ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე, – დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ექვსი გამომძიებელი დაიკითხება, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებში იყვნენ ჩართული. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დღეს მ.კ.ს მოუსმინონ. შეგახსენებთ, დანაშაულის დაფარვა ბრალად ხუთ პირს ედება. მათგან, ორი 21 წლის ასაკს მიღწეული არ არის და მათზე საპატიმრო ღონისძიება არ გამოყენებულა. ცალკე წარმოებად გამოიყო მ.კ საქმე.