მოულოდნელი აღმოჩნდა თურქეთში ჩატარებული არჩევნების შედეგიც. 18-წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველმა პარტიამ დედაქალაქის მხარდაჭერა დაკარგა.
საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგების მიხედვით, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს სტამბოლშიც.
ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99 პროცენტი, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო პარტიას ხმათა 44, ოპოზიციურ სახალხო პარტიას კი 30 პროცენტი აქვს.