თუშეთობა 2018

სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე – თუშეთობა – 2018“ აღინიშნება.

სტუმრებისათვის წარმოდგენილი იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე მიწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყობა ძველებური თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. მსურველები ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში ჩართვასაც შეძლებენ. დაგეგმილია სპორტული ღონისძიებებიც. გაიმართება კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მიწვეული მომღერლები მიიღებენ.

„მეცხვარის დღე – თუშეთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება.