თუშეთობა 2018

ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილ ომალოში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.

2 ქედს შორის მოქცეულ სოფელში, რომელიც თითქმის ნახევარი წელი გარე სამყაროს მოწყვეტილია, სტუმრების დანახვა განსაკუთრებულად უხარიათ. დახვედრაც შესაბამისი იციან, მით უფრო მაშინ, როდესაც თუშეთობის დღესასწაულს ზეიმობენ. ომალოში დილიდან მეცხვარის დღეს აღნიშნავდნენ, ტრადიციული დოღისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენების ფონზე, გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო თუშური კერძები, რომლის მომზადების ოსტატებიც ომალოს ჯერ კიდევ შემორჩა.

დატოვე კომენტარი