ამ წუთებში თურქეთში საარჩევნო უბნები იხურება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მონაწილეობენ. კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი რამდენიმე საათის წინ დააფიქსირეს. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება და თბილისის დროით დაახლოებით 21 საათზე გახდება ცნობილი, ვინ იქნება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტი. სტამბოლში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. ლევან ახალაია პირდაპირ ეთერში.