რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის მესამე ვადა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის მორიგი ხუთი წელი. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ ვადით არჩევის შემდეგ, ერდოღანმა ფიცი საზეიმოდ, ანკარაში დადო. ინაუგურაციის ცერემონია კი ადგილობრივი დროით 17 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართა. მანამდე თურქეთის პრეზიდენტი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვია და ათათურქის მავზოლეუმიც მოინახულა. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, 78 ქვეყნის მაღალი დონის პირებს ერდოღანმა სადილზე უმასპინძლა. გამარჯვების მოსაპოვებლად რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების ორი ტური დასჭირდა, მისი მოწინააღმდეგე ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუ იყო, რომელიც ერდოღანს სულ რამდენიმე პროცენტით ჩამორჩა.

როდის გახდება ცნობილი მინისტრთა კაბინეტის ვინაობა და  რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას? – თამთა რუხაძე და ზურა პატარიძე ანკარადან.