საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში - „მოამბე“ სტამბოლიდან

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი. მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ. კენჭისყრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ორივე კანდიდატმა ბოლო წინასაარჩევნო აქციები გამართა. არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით ორ მილიონ-ნახევარი ხმით აჯობა.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ლევან ახალაია და პაატა ჯორჯიაშვილი იმყოფებიან სტამბოლში და არჩევნებს აშუქებენ.

როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი? ლევან ახალაიას პირდაპირი ჩართვა.