თურქეთში პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს ირჩევენ

თურქეთში პრეზიდენტს და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ირჩევენ.

არჩევნებზე საკუთარ პოზიციას 56 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი გამოხატავს.

თურქეთის მასშტაბით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. მოსახლეობას ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 17 საათამდე შეუძლია.

გივი ბარამიძე მოგვაწვდის ინფორმაციას სტამბოლიდან.