თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარის პროკურატურამ 23 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. თუმცა, ჯერჯერობით, მათგან მხოლოდ 16 პირია დაკავებული.
ასევე, შაბათს, თურქეთის დედაქალაქში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქვეყანაში რამდენიმე ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ.