თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. აფეთქება 14 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. მაღაროში დაღუპულთა დაკრძალვას დაესწრო ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მიღებული სამძიმრის გამო, 56 ქვეყანას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.