აფეთქება თურქეთის მაღაროში

თურქეთის ქალაქ ბართინთან ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 28 და დაშავებულია 58 ადამიანი, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით, 18:15 წუთზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.