უპრეცედენტო დიპლომატიური დაძაბულობა თურქეთს და დასავლეთის ქვეყნებს შორის.
ევროპიდან თურქეთის ხელისუფლებას თურქი ქველმოქმედის, ოსმან კავალას საპატიმროდან გათავისუფლების მოსთხოვეს. პასუხად რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლელ დიპლომატებს ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა. დაძაბულობა დიპლომატიურ სკანდალში არ გადაზრდილა. ევროპის ქვეყნების პოზიციაა, რომ თურქეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან. თავის მხრივ ანკარამ ევროპას საკუთარი ქვეყნის სუვერენული უფლებები შეახსენა.
ქველმოქმედ კავალას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება აქვს წაყენებული. ის 2017 წლიდან პატიმრობაშია.