თურქეთის სასამართლომ თითქმის საუკუნის წინანდელი ბრძანება გააუქმა და აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი შეუჩერა; ბიზანტიის იმპერიის მთავარ ქრისტიანულ ტაძარს მეჩეთად უკვე მეორედ გადააკეთებენ; თურქეთის გადაწყვეტილება და მსოფლიოს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერთა განცხადებები
გადაწყვეტილება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა.
თურქეთის სასამართლომ თითქმის საუკუნის წინანდელი ბრძანება გააუქმა და აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი შეუჩერა. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ტაძრის ისევ მეჩეთად გადაკეთების საფუძველი ხდება, რისი პირობაც ერდოღანმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დადო. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული და 1500-წლიანი ისტორიის მქონე ტაძრის სტატუსის განხილვას ჯერ კიდევ გადაწყვეტილებამდე მსოფლიოს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერთა მწვავე რეაქციები მოჰყვა. ბიზანტიის იმპერატორის მიერ აგებული უდიდესი ქრისტიანული ტაძარი და კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ მეჩეთად გადაკეთებული აია-სოფია 1934 წლიდან მუზეუმად იყო გამოცხადებული. მეჩეთად უკვე მეორედ გადაკეთებას მოწინააღმდეგეები ქვეყნის შიგნითაც ჰყავს.