თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე

თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრემიერმა თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს ეროვნულ დღე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმაც. სტუმრებმა ასევე მოისმინეს პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვა. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.