თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების რეალიზაციისა და პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის პროცესს გაეცნო პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტებსა და მოქალაქეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდა და ამავდროულად, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. მისი თქმით, ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შემოვიდა და შემოვა თურქეთიდან, „ჯი-ემ-პი“ სტანდარტისაა.