თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი

პირველად საქართველოში თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი – „ჩვენებურები“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებასა და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.