პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

საქართველოს საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური პოტენციალი, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ასევე სამთავრობო პროექტები, მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობა – ესაა იმ საკითხების ნაწილი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა მე-3 ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის. ღონისძიების მონაწილეებს სხვადასხვა კომპანიებმა საკუთარი შეთავაზებებისა და თანამშრომლობის კუთხით პრეზენტაციებიც წარუდგინეს.

ნოდარ ჩაჩუა ჩინეთიდან.