ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება, სადაც სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს შეასწავლიან.

კოლეჯის დაარსებასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და შპს „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.