ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და National Geographic-ის თანამშრომლობა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საერთაშორისო პორტალ National Geographic-ზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს სამოგზაურო ჟურნალთან თანამშრომლობის დეტალები ცნობილი დღეს გახდა. მიზანი, საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა. ინტერნეტ-კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.