ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ დროისთვის 100-მდე უკრაინელ ტურისტს გაუწია დახმარება. სასტუმროებში მათი განთავსების პროცესი გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერსაც: 0 800 800 909 – დარეკვა ნებისმიერ უკრაინელს შეუძლია, რომელსაც დახმარებას აღმოუჩენენ.