ცხრა თვეში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტით თითქმის ექვსმა მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლის I-III კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5 მილიონ 795 ათასი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.