ტურისტების გაზრდილი მაჩვენებელი

საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა ისევ დადებითია.

მხოლოდ ივლისის თვეში ქვეყანას 718 ათას 401 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. აქედან 459 ათას 711 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი იყო. რაც შეეხება 2022 წლის საერთო მაჩვენებლებს, სულ იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის შვიდი თვის მონაცემებზე 214-%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საქართველოსადმი გაზრდილ ინტერესს სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს უკავშირებენ, – თეონა ხუბულავა გიამბობთ, რა სახის ტურიზმი გამოირჩევა განსაკუთრებული პოპულარობით საქართველოში.