2017 წელს საქართველომ 7 554 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

2017 წელს საქართველომ 7 554 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

2017 წელს ქვეყანაში შემოსულ მოგზაურთა რაოდენობა 18,8%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.

ცნობადობის ამაღლებისა და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, ადმინისტრაციამ 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ანგარიშის წარდგენას საქათველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პარლამენტარები დაესწრნენ.