ტურისტული სივრცე ლაგოდეხში

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხში ტურისტული სივრცე მოეწყო.

კომპანიამ „სამი ტბა“ კარვებითა და ხის კოტეჯებით, 210 ათას ლარზე მეტი თანხით ინვესტირება მოახდინა, მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168,000 ლარია. „სოფლის განვითარების პროგრამა“ ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. აღნიშნული ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.