ინფრასტრუქტურული პრობლემები გრიგოლეთში.
სეზონს კურორტი წელსაც მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლით და სხვადასხვა ტიპის პრობლემით შეხვდა. გარე განათებები, გზები, პარკინგისთვის განკუთვნილი სივრცეები და სველი წერტილები – ეს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, ტურისტების ნაწილი არჩევანს ხშირად სხვა საკურორტო ქალაქებზე აკეთებს. საპასუხოდ ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ კურორტის განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
თეა აბსარიძის რეპორტაჟი გრიგოლეთიდან.