წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმა

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე მოეწყო. საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინური საპროექტო ჯგუფის – „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს.

კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები. საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საპროექტო ჯგუფი განიხილავს და შესაბამისი არგუმენტებით  გაითვალისწინებს კონცეფციის საბოლოო ვერსიაში.