2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ორ მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან.