თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა იგეგმება. უნივერსიტეტის პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, ასევე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები. პროექტების გაცნობისა და შეფასებისთვის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რვა კომპანიის პროექტები წარმოადგინეს.