თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებსა და რექტორს შორის დიალოგი დაიწყო.
გუშინ გვიან ღამით გამართულ შეხვედრაზე ცალკეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის კონტურები გამოიკვეთა. კომუნიკაცია ხვალ გაგრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია – ფინალური გამოცდების ონლაინ-ჩაბარება ან საგამოცდო ცენტრების დამატება, საერთო საცხოვრებლის საკითხი, სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებასაც ითხოვენ. გადაწყდა, რომ თითოეული მოთხოვნის განსახილველად სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. თუმცა, მთავარ მოთხოვნასთან, ანუ გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული წინადადებები სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე მიუღებელია.