თსუ-ში ახალი კრებულის, „ლიტერატურული დაბრუნება-2“-ის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კრებულის, სახელწოდებით „ლიტერატურული დაბრუნება-2“-ის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემაში სხვადასხვა თაობის 17-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა.
სწორედ უნივერსიტეტის მუზეუმში დაცული ისტორიული გეოგრაფიული ატლასი, სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით, გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის, „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან, უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება სტუდენტური კაპელას კონცერტით დასრულდა.