საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი

ჯანსუღ კახიძის ცენტრი, იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებას მასპინძლობს. ცერემონიის დაწყებამდე, ცენტრის ფოიესა და მცირე დარბაზში თეატრალური წარმოდგენა და „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა. ადგილზე გამოფენილია საქართველოს ხელოვნების სასახლესა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაცული მწერლის პირადი ნივთები.