თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. წარდგენილი იყო მხოლოდ მისი კანდიდატურა. ის აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია. კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სტუდენტებში, რომლებიც პროცესს დილიდან აპროტესტებდნენ და არალეგიტიმურს უწოდებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის სამსახური.