თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. რექტორობაზე განცხადება მხოლოდ მას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32 წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტინი გაუქმდა, ხოლო აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე 30-მა წევრმა ხმა მისცა ჯაბა სამუშიას. ხმების დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორი დამკვირვებელი აკვირდებოდა. არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს სტუდენტებმა, მათი ნაწილი არჩევნების წესის ცვლილებას ითხოვს.
გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.