ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
სემინარი სახელწოდებით „სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული ბაზრის ანალიზი“ საერთაშორისო ტრენერმა ჩაატარა.
სემინარს ტურ-ოპერატორები, გიდები და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ტურისტული ბაზრისა და ტურიზმის ინდუსტრიის ანალიზი, ბაზარზე პოზიციონირება და მარკეტინგი.