ტრენინგი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

სემინარი სახელწოდებით „სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული ბაზრის ანალიზი“ საერთაშორისო ტრენერმა ჩაატარა.

სემინარს ტურ-ოპერატორები, გიდები და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ტურისტული ბაზრისა და ტურიზმის ინდუსტრიის ანალიზი, ბაზარზე პოზიციონირება და მარკეტინგი.