ტრენინგი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის

„ბიბისის“ ტრენინგი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის. არჩევნების გაშუქების სპეციფიკაზე სწავლება და დისკუსია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. როგორც ჯონათან სთოუნმენმა განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდი ცვლილებებისთვის კარგი დროა, თუმცა ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, როგორ მუშაობს ახალი ამბები, როგორი უნდა იყოს სარედაქციო სტანდარტი და როგორ უნდა გააშუქო არჩევნები ისე, რომ პასუხისმგებლიან და სანდო წყაროდ იყო მიჩნეული.

ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორის და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა.