ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა. ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგები გრძელდება. „პირველი დახმარება“- სასწავლო კურსი ტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა. სწავლებაში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა. ტრენინგის ყველა მონაწილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატი გადაეცა.