ტრენერთა ტრენინგი 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ტრენერთა ტრენინგი გაიხსნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრენინგს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე  გადიან. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ და ტრენინგზე მიღებული ცოდნის საარჩევნო პროცესში გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თითოეული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა ორივე უწყებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ტრენინგის გავლის შემდეგ, მიღებულ ცოდნას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.