საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება

18:16, 07.09.2024

საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს ირჩევენ. პროცესს უნდობლობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში. კომისიის წევრების მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს პარტიის ფოთის ორგანიზაციაც, ოზურგეთში კი საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი ჩაიშალა. საკითხს დღეს თბილისშიც პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

როგორც პარტია „გირჩში“ აცხადებენ, კონკრეტულ დარღვევაზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, იაგო ხვიჩიამ კონკრეტული მიმართვა გააჟღერა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებები არჩევნების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

 

მსგავსი