ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა აღიარა, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა - ფლინის ჩვენებისა და გამოძიების ახალი დეტალები
პრეზიდენტის და გენერლის მეგობრობა საბოლოოდ დასრულდა. დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა ბრალი აღიარა. ის ადასტურებს, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეფ-ბი-აი-მ გასულ წელს, რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან შეხვედრის საქმეზე დაკითხა. დაკითხვაზე ფლინმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე რუს დიპლომატთან საუბარი უარყო.
მას ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დამოუკიდებელმა პროკურორმა რობერტ მიულერმა წაუყენა. ფლინის ჩვენებისა და გამოძიების ახალი დეტალები ნახეთ “მოამბის” სიუჟეტში.