ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა აღიარა, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა – ფლინის ჩვენებისა და გამოძიების ახალი დეტალები 

21:50, 02.12.2017

პრეზიდენტის და გენერლის მეგობრობა საბოლოოდ დასრულდა. დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა ბრალი აღიარა. ის ადასტურებს, რომ  ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეფ-ბი-აი-მ გასულ წელს, რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან შეხვედრის საქმეზე დაკითხა. დაკითხვაზე ფლინმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე რუს დიპლომატთან საუბარი უარყო.

მას ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დამოუკიდებელმა პროკურორმა რობერტ მიულერმა წაუყენა. ფლინის ჩვენებისა და გამოძიების ახალი დეტალები ნახეთ “მოამბის” სიუჟეტში.

 

მსგავსი