ტრაგიკული შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან

ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია მდინარე ენგურზე – მაშველებმა მდინარიდან სამი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს, ახლა კი კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, მდინარე ენგურის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც დაიღუპნენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ  ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება გამოხმაურებებით პირდაპირ ეთერში.