ტრაგედია სოფელ ასურეთთან

ტრაგედიის ადგილად იქცა სოფელი ასურეთი.

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. წინასწარი ვერსიით, უამინდობის გამო მფრინავი ბურთი დაფრენის მომენტში მაღალი ძაბვის სადენებს წამოედო. თხევად გაზზე მომუშავე ლიცენზირებულ საჰაერო ხომალდში იმყოფებოდა ჰაერნაოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ უთურგაურიც. როგორც ირკვევა, ეს იყო გინესის რეკორდის დასამყარებლად მოსამზადებელი ფრენა. მფრინავი საშუალება ფოთის სტადიონიდან გამთენიისას აფრინდა და კახეთის მიმართულებით მიფრინავდა.