ტრაგედია შოვში - კლიმატური, მეტეოროლოგიური, გლაციოლოგიური, მეწყრული და ღვარცოფული პროცესებით მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია
კლიმატური, მეტეოროლოგიური, გლაციოლოგიური, მეწყრული და ღვარცოფული პროცესებით მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ძლიერი წვიმისა და მდინარე ბუმბურასა და ჭანჭახის ადიდების შედეგად შოვისკენ დაძრულმა ღვარცოფულმა მასამ გაანადგურა დასასვენებელი კოტეჯებისა და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, წაიღო შოვთან დამაკავშირებელი ორი ხიდი.
გეოლოგები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია დასავლეთ საქართველოში რაჭის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ არ მომხდარა. სპეციალისტების შეფასებით, სტიქიური მოვლენის სიმძიმე მასშტაბით დევდორაკის 2014 წლის ტრაგედიასაც აჭარბებს.
სტიქიური პროცესების შედეგად დაღუპული 21 ადამიანი და უმძიმესი ისტორიები, რომლებსაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ევაკუაციის შემდეგ ჰყვებიან: 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.