თორნიკე რიჟვაძე პოლონეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პოლონეთის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო გარემოზე. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ქვეყნებს შორის პარტნიორობა მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მხრიდან მუდმივად იმართება მაღალი რანგის ვიზიტები და ღონისძიებები, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.