სარეაბილიტაციო სამუშაოები

ბათუმში სოციალური სახლის, მუნიციპალური თავშესაფრისა და ბიბლიოთეკის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე პროცესს ადგილზე დღეს თორნიკე რიჟვაძე გაეცნო. დასკვნით ეტაპზეა ღამის მუნიციპალური თავშესაფრის რეკონსტრუქცია. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე სივრცე, კეთილმოეწყო ეზო.

„შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდება ორი რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი. დასრულდა ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის ეტაპი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საძირკვლის გამაგრება, შიდა სივრცისა და გარე ფასადის რეაბილიტაცია.