თორნიკე მამალაძის მოთხოვნა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქს მოუწოდებს, დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართოს.

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დეკანოზის ჯანრთელობის რთულ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მისი ადვოკატი კი დეკანოზის უდანაშაულობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ ამას საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფებიც დაადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრები აქციებს უკვე კვირაზე მეტია მართავენ. საპატრიარქოსთან შეკრებილები, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

საპატრიარქოსთან მივიდნენ დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორი. აქციას შეუერთდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე.