ვენეციის კომისია მზად არის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისთვის საჭირო კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩაერთოს, თუ შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლება მიმართავს,- ამის შესახებ პირველ არხთან სატელეფონო საუბარში ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ვენეციის კომისია მხარს უჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვას, რადგან ეს უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას.