თხილი სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ასევე თხილია ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საექსპორტო პროდუქტი საქართველოში. 2022 წელს მეტეოროლოგიური პირობებისა და მოვლის შესაბამისი საშუალებები გაძვირების გამო, ბევრ ფერმერს თხილის მოვლა გაუჭირდა, რაც პირდაპირ აისახა მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე. გასული წლის ნოემბერში ხელისუფლებამ თხილის პირველადი წარმოებისა და ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაიწყო. მიმდინარეობს 0,2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღის მქონე მოქალაქეების სუფსიდირება.
რა ეფექტი აქვს ახალ პროგრამას – ნახეთ ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი.